ზაფხულში მადრიდის “რეალი” არგენტინელ თავდამსხმელ გონსალო იგუაინთან განშორებას გეგმავს.
ამის შესახებ, მედიას “რეალის” გენერალურმა მენეჯერმა ხოსე ანხელ სანჩესმა აცნობა. მიმდინარე სეზონში, 25 წლის ფეხბურთელმა 14 გოლი გაიტანა და როგორც სჩანს, მადრიდში გატარებული 6 წლის შემდეგ, კლუბს დატოვებს.
აქვე გეტყვით, რომ “რეალი” არ აპირებს შეელიოს თავდასხმის ხაზში იგუაინის კონკურენტს ფრანგ ქარიმ ბენზემას.