“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “არსენალთან” ლონდონში ჩასატარებელი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, გაიყვანს თუ არა მინდორზე თავდამსხმელ გონსალო იგუაინსა და მცველ რაულ ალბიოლს. მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელები თავს ჯანმრთელად ვერ გრძნობენ.
“ბოლო მომენტამდე დავაკვირდები მათ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. ამჟამად მხოლოდ ის ვიცი, რომ თავს ცუდად გრძნობენ. შესაბამისად, არ ვიცი, ჩავრთავ თუ არა თამაშში” – უთხრა ბენიტესმა ჟურნალისტებს.