იტალიური “ნაპოლის” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მიიჩნევს, რომ მის გუნდს სკუდეტოს მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე გასულ სეზონში.
“ახალ სეზონს მოტივირებული ვხვდები. მინდა, “ნაპოლისთან” ერთად სკუდეტო მოვიგო. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა შეუძლია.
ჩვენი შანსები გაიზარდა. ახლა, ერთმანეთის ყველა ფეხბურთელს ესმის. პროექტი გაშვებულია.
“იუვენტუსიდან” კონტეს წასვლა? ვფიქრობ, ტურინელებს კვლავ ჰყავთ გუნდი, რომელსაც იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. ყველაფერი სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდება.”
იგუაინი მისით “ბარსელონას” დაინტერესებაზეც საუბრობს: “ინტერესი ნამდვილად იყო, მაგრამ იგივეთი არ მიპასუხია. იმ დროს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთამაშობდი და სხვა რამეზე ფიქრი ნამდვილად არ მინდოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსელონას” პატივს ვცემ და ამ კლუბში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ნაპოლის” დატოვება მინდოდა.”