არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გონსალო იგუაინი თავის კლუბ მადრიდის “რეალში” ბრუნდება. Marca-ს ცნობით, “სამეფო კლუბის” ფორვარდმა ეროვნული გუნდის ბანაკი უკვე დატოვა.
საქმე ისაა, რომ “ვენესუელასთან” მატჩში, იგუაინმა ყვითელი ბარათი მიიღო და ლიმიტიც ამოწურა. შესაბამისად, არგენტინელს ბოლივიას წინააღმდეგ თამაში დისკვალიფიკაციის გამო არ შეეძლო და მადრიდში დაბრუნება გადაწყვიტა.
იგუაინმა ნებართვა “ალბისელესტეს” თავკაც ალეხანდრო საბელიას სთხოვა და ამ უკანასკნელისგან თანხმობა მიიღო.
ცნობისათვის, ბოლივია არგენტინის ნაკრებს სამშაბათს უმასპინძლებს.