ფეხბურთი

16:10 | 31.07.2013 | ნანახია 3613 - ჯერ

იგორ ტუდორი: "ეიფორია არ დამანახოთ"

სპლიტის "ჰაიდუკის" მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ერთი კვირის წინათ განაცხადა, გორის "დილა" ჩვენს დაპირისპირებაში ფავორიტიაო. თანაც, ხაზი გაუსვა: "აბსოლუტური ფავორიტი". ამჯერად კი, ტურინის "იუვენტუსისა" და ხორვატიის ნაკრების ყოფილი მცველი ასეთ განცხადებებს აღარ აკეთებს:

"ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, სამ ტურში 7 ქულა გვაქვს და ევროპის ლიგის ეტაპიც გადავლახეთ. 5 მატჩიდან ერთიც არ წაგვიგია, თუმცა ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ეს შეუძლებელია. ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ისეთი არაფერი გაგვიკეთებია. ყოველი მომდევნო მატჩი შესაძლებლობების დამტკიცების ახალი საშუალებაა. კარგია, რომ დადებითი აურა, მაგრამ ეიფორია არ დამანახოთ".

ტუდორი არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ ფაქტს, რომ საპასუხო მატჩი სტუმრად გაიმართება: "...მეტიც, ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. მაინც ორივე მატჩი უნდა ჩატარდეს. მაგალითად, "დილამ" ჯერ შინ მოიგო 3:0 დანიელებთან, შემდეგ კი გასვლაზე 0:0 ითამაშა. ვიტყოდი, რომ ქართველებს ცოტა გაუმართლათ "ოლბორგთან", მაგრამ მთლიანობაში, ძალიან კარგი გუნდია "დილა". კარგად ფლობენ ბურთს და ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც ინდივიდუალური თამაში შეუძლიათ".    

ანტონ მაგლიცა ("ჰაიდუკის" ფეხბურთელი): "სპლიტთან" დერბიში კარგად ვითამაშეთ და 3:0 მოვიგეთ. ახლა "დილას' ვხვდებით, რომელიც მშვენიერი გუნდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საპასუხო მატჩის წინ ფორა გვქონდეს. რაც მთავარია, გოლი არ უნდა გავუშვათ. ფანების იმედი გვაქვს. "დილას" თამაში ვნახეთ, მაგრამ მათ შორის იმ გუნდების წინააღმდეგ, რომელთა სახელიც არ გამიგია. ვუყურეთ "ოლბორგთან" შეხვედრასაც. "დილა" თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, სამფორვარდიან ტაქტიკას იყენებს. 

შეხსენებისთვის, "ჰაიდუკი"-"დილა" ხუთშაბათს სპლიტის "პოლიუდზე" თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


კომენტარები (34)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:25 | 31.07.2013
jorjone444 (2502)

აჰა შეცხო მოლდეს დვალიშვილმა

21:07 | 31.07.2013
Kala94 (6114)

აჩვენოს რომელიმე ფარჩაკმა ტელევიზიამ !

20:08 | 31.07.2013
LU 001 KA (1043)

კაი თქვენც ნუ გადაყვებით ამ პირველ არხს))ინტერნეტი გვაქ ყველას და ვუყურებთ აგერ))მე მაინც რუსეთში ვარ პირველი აჩვენებს თუ ხორვატიის არხი მაინც ინტერნეტით ვუყურებ

00:42 | 01.08.2013
რაჭა (10043)

არა ძმა მთლად მასეც არ არის, მადლობა ღმერთს დღეს ინტერნეთით ბევრი სარგებლობს და მე მაგალითად რამდენი ხანია ტელევიზორში ფეხბურთი აღარ მიყურებია...საწყენია სახელმჭიფოს და კომერციული ტელე არხების მიდგომა ზოგადად ქათული ფეხბურთისადმი, აბა რომელიმე სამ კაციან პარტიას ბრიფინგი ქონდეს ჩასატარებელი უარს თუ ეტყვის ვინმე...მაინცდამაინ პოლიტიკოსების სისულელეს, სიყალბეს და სიძულვილს უნდა ვუყუროთ ანაც მდარე ხარისხის სერიალს (ახლა თურქული სეიალები ყოფილა მოდაში) ...მოკლედ ეს ფეხბურთი კიდიათ რა, ეს არის ცუდი თორემ მაგ თამაშს როგორმე ინტერნეტით ვუყურებ

19:50 | 31.07.2013
jorjone444 (2502)

პირველი არხი არ აჩვენებსო მაგათ ყველაფერს შვცი

18:57 | 31.07.2013
LU 001 KA (1043)

ევროსპორტზე რა მაგარი სტატია დაიდო..გარეტ ბეილის ფასად ანუ 100 მილიონად შეიძლება 1 მაგარი გუნდის გაკეთებაო...ტრანსფერები რაც მოხდა ეხლა ის ფეხბურთელები...მეკარე სტეკელენბურგი დაცვა ბრუნო ალვესი სანტანა კოლო ტურე ნახევარდაცვა ალკანტარა ეჩიგარიბია ტულალანი ნავასი თავდასხმა გომესი ვილია ტევეზი....და ერთ ფეხბურთელში როგორ შეიძლება ამდენი ფულის გადახდა რაა მაინც რაარი ეს ფეხბურთი

18:36 | 31.07.2013
Rinass 2.3.6 (132)

კონტრშეტევებზე კარგად გადადიან გორელები, ძალიან სახიფათონიც არიან, მაგრამ მერე უჭირთ ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა შეტევის და ეს უნდა გამოსწორდეს. გააზრებული თამაშია საჭირო ამ გუნდთან, თორემ არაა ხელწამოსაკრავი ნამდვილად...

18:20 | 31.07.2013
mepe (215)

tomashvili gadasula diladan.im kartvelebis tavshi chamaxeda romlebic uperspektivo gundshi gadadian marto pulis gamo

18:34 | 31.07.2013
Rinass 2.3.6 (132)

სად წავიდა

18:56 | 31.07.2013
mepe (215)

გაზოვიკში

18:17 | 31.07.2013
lagashi (6738)

რეპორტაჟი არ არის ალბათ ხო?!

18:03 | 31.07.2013
neko-neko (1943)

ეს ნახე რა 3-0 მოვუგეთ გოლი ვერ გაგვიტანეს ვერცერთ თამაშში და ცოტა გაუმართლაო ეჰ ტუდორ კაი იყავი ტურინში და ნუ მაგინებინებ ეხლა თავს

18:00 | 31.07.2013
LAMA80 (1224)

დილასთან დაკავშირებით ჩემი ოპტიმიზმი შემოიფარგლება იმით რომ, მგონია დილა ბოლომდე იბრძოლებს და აი რა გამოვა ამას ვნახავთ.

17:18 | 31.07.2013
Buratino (3505)

პუბლიკას მოვუწოდებ რომ გადაჭარბებული მოლოდინებისგან თავი შევიკავოთ. გუშინდელმა დღემ ეს კარგად გვანახა და ამიტომ ეპითეტები "გავხევთ", "გადავუვლით", "ნაღდად ვიგებთ" (და სხვა) დაივიწყეთ!
ისე კი მეც იმედი მაქვს რომ დილას შეუძლია ჰაიდუკი გაიაროს და ევროპის ლიგის პლეიოფში გავიდეს დინამოსთან ერთად (დინამოს ჩემპიონთა ლიგაში გასვლის ვისაც კიდევ სჯერა, გაგვატარეთ).
მაგრამ შანსებს გამოყენება უნდა და მე მინდა მჯეროდეს, რომ დევდარიანი და მისი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ რომ სპლიტში თუ არა, თბილისში დადონ სასურველი შედეგი და ჯამში გავიდნენ!
რაც შეეხება იმას თუ რატომ მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, ეს იმაში მდგომარეობს რომ ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ურა-პატრიოტობიდან პრაგმატულ აზროვნებაზე გადასვლა. თუნდაც ერთი მაგალითი: ევროპის ტოტალიზატორების უმეტესობა ჰაიდუკს გასვლაზე უწერს 1,45 ხოლო დილას 2,5
რაც შეეხება ამ კონკრეტულ თამაშს, აქ ასეთი სურათია: ჰაიდუკი - 1,55/1,6 დილა - 5,0/5,6.
ახლა მე თქვენ გეკითხებით: სულელები არიან ეს ათას ნემსის ყუნწში გამძვრალი ეს ბუკმეკერები?!
სულაც არა! ზოგი მეტყვის ეგენი ჩვენ ზემოდან გვიყურებენო და შესაძლოა ასეცაა, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ნუ გვაქვს ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჩვენს დღევანდელ ფეხბურთზე (ძველ ეპოქას, დიდებულ წლებს არ ვგულისხმობ) და შესაბამისად არაა საჭირო ეს განსაკუთრებული წარმოდგენები!
სჯობს განვეწყოთ რეალურად და თუკი ჩვენები გაგვახარებენ, ეს უფრო მეტ სიხარულს/სიამოვნებას მოგვანიჭებს ვიდრე წინასწარ დიდი მოლოდინები გვქონდეს (როგორც ეს იყო თუნდაც სტიაუასთან) და შემდეგ ღამე ვერ დავიძინოთ წესიერად

18:15 | 31.07.2013
lagashi (6738)

მართალი ხარ, არ გვინდა ბაქიბუქიობა

18:01 | 31.07.2013
LAMA80 (1224)

რუმინეთთან ვოთომ ძალიან გადამწყვეტი თამაში გამახსენდა...სახლში 0:2 წაგავეთ..

17:36 | 31.07.2013
მადრიდისტა (17021)

100% გეთანხმები დიდი ხანია მეც მაგას ვიძახი წინასწარ ბაქიაობა ყოველთვის ცუდად გვიბრუნდებათქვა მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ

17:16 | 31.07.2013
დროგბა (16450)

წინდაწინ არ მინდა ლაპარაკი მაგრამ დილა მოიგებს ხვალე

17:08 | 31.07.2013
giorgi-011 (225)

აბა ვნახოთ ჰაიდუკში რამდენად იმუშავებს 5-2-3 სქემაა ამ ტაქტიკით მოთამაშე ქართული კლუბი არ მახსოვს ჯერჯერობით ამართლებს როგორც ჩანს

18:32 | 31.07.2013
Rinass 2.3.6 (132)

ჰოო, მაგრამ ის 2 ცენტრალური ნახევარმცველი ძალიან მაღალი დონის უნდა იყოს რომ გააკონტროლოს ცენტრი და ბურტებიც ანაწილოს და ჩამშლელადაც კარგი იყოს, ასეთი კი დილას არ ჰყავს.. ნუ, ჰაიდუკთან შეიძლება გამოუვიდეს რამე, მაგრამ დასამატებელი რომაა მინიმუმ 2-3 ფეხბურთელი დილაში ეგ ფაქტია...

17:09 | 31.07.2013
111111 (5084)

იუვეს ტაქტიკას წააგავ!

17:12 | 31.07.2013
giorgi-011 (225)

შედეგი დაიდოს და ტაქტიკას არ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა

17:05 | 31.07.2013
a.reversi (9540)

უკიდურესად ოპტიმისტები ვართ)
დილას არ ეხება ზოგადად ასეთები ვართ) კაია იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა

17:07 | 31.07.2013
111111 (5084)

ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს სიცოცხლის ბოლომდე ძმაო..იმედით ვცხოვრობთ !

17:01 | 31.07.2013
gabriel batistuta (1834)

დევდარიან იშედეგს დადებს ; )) ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო ერთი კვირით ადრე სპლიტში ჩასვლა ; )) ვფიქრობ შედეგი იქნება არარის ჰაიდუკი ისეთი გუნდი რომ ვერ გადალახონ გორელებმა

17:01 | 31.07.2013
Torres9 (12692)

მიდი დილა მაგრად მჯერა რო მოიგებენ

17:01 | 31.07.2013
111111 (5084)

ტრანსლაცია???????????????????

18:29 | 31.07.2013
Rinass 2.3.6 (132)

იქნებაო

16:59 | 31.07.2013
111111 (5084)

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, ქუთაისის "ტორპედოში" გია ცეცაძეს იწვევდნენ და დუბლშემადგენლობის გაწვრთნას სთავაზობდნენ.

ეს კულუარული ინფორმაცია რამდენიმე კონფიდენციალურმა წყარომაც დაადასტურა. ცეცაძეს კლუბში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - გორის "დილაში" საქმიანობდა.

ცეცაძეს უმაღლესი ლიგის ორი საკმაოდ ამბიციური კლუბი იწვევდა, რაზეც უარი თქვა - ნაკრებსა და კლუბში საქმიანობას ვერ შევათავსებო. ახლა კი შევიტყვეთ, რომ ცეცაძე "ტორპედოს" დუბლშემადგენლობის გარდა, სხვა წინადადებებსაც განიხილავს და მალე, შესაძლოა, უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბის მთავარ მწვრთნელად ვიხილოთ.

16:52 | 31.07.2013
sandrinio10 (1411)

ჰაიდუკი 1:1 დილა . !!!

16:52 | 31.07.2013
sandrinio10 (1411)

ეს ტუდორი რაღაც ვერ არის , ხან რას ლაპარაკობს ხან რას , ტრა კს ათამაშებს უაზროდ, არ ეკადრება ტურინის იუვენტისის სკოლა გამოვლილს

16:42 | 31.07.2013
mismine (1900)

დარწმუნებული ვარ დევდარიანი საკმაოდ საკაიფოდ წაიყვანს თამაშს. უჰრის აშკარად აჯობებს. იმედია დადებით შედეგს ჩამოიტანენ საქართველოში

16:43 | 31.07.2013
M.U2013 (3191)

რატ უნდა ახლა შედარება სად სტიაუა და ოლბორგი და ხაიდუკა დააცალე ჯერ აი ჯგუპურში დუ გავლენ მერე ვნახოტ

16:41 | 31.07.2013
a.reversi (9540)

"ტურნინის" იუვენტუსის დშ
სულ დასამასოვდა ეს საიტი

16:41 | 31.07.2013
matri (2779)

stripslashes((strlen('http://int.soccerway.com/matches/2013/08/01/europe/uefa-cup/hnk-hajduk-split/fc-dila-gori/1541611/?ICID=HP_MS_01_28')>0?'http://int.soccerway.com/matches/2013/08/01/europe/uefa-cup/hnk-hajduk-split/fc-dila-gori/1541611/?ICID=HP_MS_01_28':'http://int.soccerway.com/matches/2013/08/01/europe/uefa-cup/hnk-hajduk-split/fc-dila-gori/1541611/?ICID=HP_MS_01_28')) _ 27 აქ დილას კუში, მე მგონია რომ ფრეს ითამაშებენ და აქ მოიგებენ.

16:32 | 31.07.2013
rekhvo63 (570)

წარმატებები "დილას", თქვენ მაინც გაგვახარეთ, არაფერი დაუთმოთ ხორვატებს, დევდარიანი კარგი მწვრთნელია და მართალი გითხრათ ყველაზე მეტად მაგის მეიმედება

16:31 | 31.07.2013
geogreece (9768)

გორის დილას რამდენს აძლევენ საქართველოში???საბერძნეთში ვარ მე და აქ 5.0 ქონდა გუშინ

16:28 | 31.07.2013
geogreece (9768)

რაო რამდენი აქვს გორსო??გუშინ ვითამა 5.0 აქვსკოეფიციენტი გორის დილას გასვლაზე

16:26 | 31.07.2013
Giga Kaciashvili (89)

1 არხი არ აჩვენებს თუ ისევ უნდა ვაგინოთ რო აჩვენონ

16:33 | 31.07.2013
M.U2013 (3191)

აჩვენებს გუშინ კომენტატორმა ტკვა

16:29 | 31.07.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

საგინებელი აბა რააა გუშინ თუ გუშინწინ დაიწყო მოლაპარაკება! დები.ები რა!

16:23 | 31.07.2013
kipiani (570)

მეც მჯერა, რომ დილა შედეგს აჩვენებს

16:23 | 31.07.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

დილა ოლეეეე ოლეე ელეეეე მჯერა ამ გუნდის ! დარწმუნებული ვა არ წავაგებთ! და დალშე ვნახოთ! წარმატება !!!

16:22 | 31.07.2013
Jano Okujava (927)

დააა პირველი არხი აჩვენეეებს?

16:18 | 31.07.2013
jorjone444 (2502)

1-2 მგონია ეგ თამაში დილას სასარგებლოდ

16:17 | 31.07.2013
tengoroma (4673)

გავხევთ

16:16 | 31.07.2013
jorjone444 (2502)

მიდი დილა შენ მაინც გაგვახარე.ილურიძის და გორელიშვილის დიდი იმედი მაქვს ხვალინდელ თამაშში

16:16 | 31.07.2013
kizhoo (651)

2.95 აქვს გორს გასვლაზე და უნდა დავდო 50 ლარიანი....

50 ლარი უკვე წავაგე ჩვენს ლურჯ-თეთრებზე

0.068376