კალათბურთი

0:46 | 25.07.2014 | ნანახია 4833 - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “საქართველომ უკრაინასთან გამოცდა წარმატებით ჩააბარა”

საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში გუშინ დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე უკრაინა დაამარცხა. მატჩის შედეგი ბევრისთვის, უპირველეს ყოვლისა კი ორგანიზატორებისთვის მოულოდნელი იყო. მატჩი როგაშკა სლატინაში გაიმართა, ქართველები კი ამ დაბიდან 30 წუთის სავალზე დაშორებულ პოდჩეტრტეკში, მშობლიურად ქცეულ კომპლექს „ტერმე ოლიმპიაში“ დაბრუნდნენ, სადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს კომენტარები ტელეფონით ჩამოვართვით...

თავდაპირველად მთავარ მწვრთნელ, იგორ კოკოშკოვს მოვუსმინოთ:

- საუნტერესო და სასიამოვნო მატჩი იყო. უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა. მართალია, ეს იყო სპარინგ-მატჩი, რომელშიც გუნდები ოფიციალური შეხვედრებისთვის უნდა მოემზადნონ, თუმცა შედეგსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. უკვე შორს აღარაა ოფიციალური მატჩები და თუკი აქამდე სხვა სათამაშო კომპონენტებს ვაქცევდით ყურადღებას, ახლა შედეგის მიღწევაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც – სხვა სათამაშო კომპონენტის სრულყოფა. საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოცდის ჩაბარება და რეიტინგში ჩვენზე გაცილებით მაღლა მდგომი უკრაინა დავამარცხეთ.

- რას იტყვით თამაშზე, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის წევრების თამაშით?

- პირველ ტაიმში მეტოქემ დაცვაშიც გვაჯობა და შეტევაშიც. საბოლოოდ უკრაინელებმა ჩვენზე მეტი ბურთი მოხსნეს, თუმცა მეორე ტაიმში ფარზე სიტუაცია დავაბალანსეთ და მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, ხოლო თორნიკე შენგელიამ სულაც 2-წლიანი შესვენების შემდეგ მოირგო ნაკრების მაისურა. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ შეთამაშების მხრივ ჯერაც ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი. სასიხარულოა, რომ ასეთ პირობებში შევძელით ისეთი ძლიერი მეტოქის დამარცხება, როგორიც – უკრაინაა.

კოტე ტუღუში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:

- უკრაინა სლოვენიაში გაფართოვებული შემადგენლობითაა ჩამოსული. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სერიოზული დანაკლისის გარეშე თამაშობდნენ. ჩვენს გამარჯჯვებას ბევრი არ ელოდა. მარტო ის რას ნიშნავს, რომ ბოლო ტურში აღიარებული ფავორიტის – სლოვენიისა და უკრაინის მატჩია დანიშნული. ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ გუნდების გამარვებას ელის. დღეს რომ უკრაინას მოვუგეთ, ორგანიზატორთა ეს პროგნოზი გავაქარწყლეთ. უკრაინა, ისევე როგორც სლოვენია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და გასაკვირიც არაა, რომ ისინი არიან ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულნი.

- ახლა. სლოვენიას ხვდებით. მასპინძლებთან სათამაშოდ რამდენად ხართ მზად?

- სლოვენიაში საქართველოს კარგად იცნობენ და პატივს სცემენ. ვიცით, რომ სლოვენიელები მაქსიმალურად მობილიზებულნი ხვდებიან საქართველოსთან მატჩს. ჩვენი ნაკრები არაფრის დათმობას არ აპირებს და ვფიქრობ, მასპინძლებს მოგება სანატრელი გაუხდებათ.

www.gbf.ge 

P.S. დღის მე-2 მატჩში სლოვენიელებმა კანადა 92:80 (18:19, 21:15, 35:24, 18:22) დაამარცხეს


კომენტარები (46)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:37 | 26.07.2014
daviduka74 (43)

რა ანგარიშია?

00:26 | 26.07.2014
Dato Chipashvili (173)

პერიმეტრის დაცვა ჩავარდა...ჩვეულებრივ ესროდნენ ისინი, არაფერი განსაკუთრებული...

00:13 | 26.07.2014
Chik330 (94)

ძირითად სასტავიტაც ალბატ ვერ მოუგებტ ასეტ დონის გუნდს

00:17 | 26.07.2014
buska (1193)

დრაგიჩებიც დაუმატე სლოვენიას

23:57 | 25.07.2014
dato_miami (483)

ისინი სამქულიანებს ძაან მაგრად ესვრიან და ჩვენებს არ წაუვიდათ, 4 სამიანი აქვთ ჩაგდებული

23:55 | 25.07.2014
matemotorsi (65)

მეორე მეოთხედში 2 ქულაზე მეტი ვერ გააკეთეს

23:40 | 25.07.2014
dato_miami (483)

ისიც უნდა ითქვას რო ცუდი მსაჯობაა!!!

23:30 | 25.07.2014
matemotorsi (65)

დვალიშვილს რატომ არ ათამაშებს

23:22 | 25.07.2014
zirzikichi (2952)

ცინცაძე იგროკია, ცუდია რომ მაგ პოზიციაზე სრულფასოვანი შეცვლა არ გვყავს, მარტო ძალიან გაუჭირდება. ყველაზე ძალიან ცინცაძეს თამაში მომცონს ეტყობა რომ კლასი აქვს.

23:04 | 25.07.2014
empoli (889)

ძAლიან ავირიეთ ნეტავი სანიკიძEს არაფერი ჭირდეს სერიოზული

23:02 | 25.07.2014
Dato Chipashvili (173)

ბურჯანაძე უფრო თავდაჯერებულია ვიდრე დანარჩენები...

23:01 | 25.07.2014
Dato Chipashvili (173)

ხელში ბურთს იმიტომ ვერ იჭერენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ და არა იმიტომ რომ თამაში არ იციან... უფრო მეტი ნდობაა საჭირო სათადარიგოების... ეს არაფერი...ფაჩულიას რამე სერიოზული ჭირს? ეხლა სანიკიძეს ტრავმა არ გვაწყობს კიდევ...ჯობს აღარ ითამაშოს დღეს...

22:59 | 25.07.2014
chelidze (5010)

სასწაული სიზუსტით ვისვრით...რამდენიც ლეჟავამ ააცილა იმდენი მილიონი მომცა ნეტა

22:59 | 25.07.2014
Dato Chipashvili (173)

აი რატომ უნდა ათამაშო უფრო მეტხანს სათადარიგოები.... ეხლა აჯობებს ბოლომდე დატვირთოს სათადარიგოები... თვითდარწმუნების პრობლემა არის და მეტი არაფერი....განსაკუთრებით წივწივაძე... არაუშავს....

22:58 | 25.07.2014
zirzikichi (2952)

რას თამაშობენ ან ეს ახლები ვინ შეარჩია ბურთს ვერ იჭერენ ვერ აგდებენ, დავიჯერო საქართველოს ჩემპიონატში არავინ იყო რომ გამოეცადათ??

22:58 | 25.07.2014
chelidze (5010)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

22:55 | 25.07.2014
chelidze (5010)

ფაჩულია რატო არ თამაშობს?

22:55 | 25.07.2014
zirzikichi (2952)

ფაჩულიას გარეშე ნაკრები ძაან სუსტია

22:50 | 25.07.2014
empoli (889)

ბევრი შEცდომები მოდით

22:49 | 25.07.2014
chelidze (5010)

ამოგვტენეს,ბურთი ვერ ჩავაგდეთ 4 წუთია უკვე მდა

22:46 | 25.07.2014
chelidze (5010)

მარკოიშვილი როგორ გვაკლია

22:40 | 25.07.2014
chelidze (5010)

რამდეენი შეცდომააააააა ((

22:39 | 25.07.2014
empoli (889)

გოჩა საერთო აღარ აჩვენებს

22:42 | 25.07.2014
გოჩა (219)

კი, ჩართულია. განაახლე გვერდი ამ ლინკზეstripslashes((strlen('http://veetle.com/v/53d29cf8acacf')>0?' http://veetle.com/v/53d29cf8acacf':' http://veetle.com/v/53d29cf8acacf'))

22:38 | 25.07.2014
chelidze (5010)

კალათბურთის მოედანია თუ სარეკლამო ბანერი რას გავს მოედანი..

22:36 | 25.07.2014
გოჩა (219)

stripslashes((strlen('http://veetle.com/v/53d29cf8acacf')>0?'http://veetle.com/v/53d29cf8acacf':'http://veetle.com/v/53d29cf8acacf'))

22:27 | 25.07.2014
empoli (889)

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობარო კი ეგრე გავაკეთე მშვენივრად აჩვენებს

22:21 | 25.07.2014
empoli (889)

გოჩა გაიხარე მეგობარო დიდი მადლობა გენაცვალე

22:24 | 25.07.2014
გოჩა (219)

არაფერს. თუ გაითიშა ნუ გახვალთ ეგრევე, სთრიმის დუბლირებას ვაკეთებ და შეიძლება აურიოს ცოტა.

22:11 | 25.07.2014
empoli (889)

ჩართეთ თამში მე ვერ ვრთავ

22:19 | 25.07.2014
გოჩა (219)

stripslashes((strlen('http://veetle.com/index.php/channel/view#53d29cf8acacf/b8b60d73bd74214fdb68ccf56eb0b1bb')>0?'http://veetle.com/index.php/channel/view#53d29cf8acacf/b8b60d73bd74214fdb68ccf56eb0b1bb':'http://veetle.com/index.php/channel/view#53d29cf8acacf/b8b60d73bd74214fdb68ccf56eb0b1bb'))

22:03 | 25.07.2014
giush7575 (337)

კი ეს არის იწყება მალე
0?'>http://4d.rtvslo.si/zivo/tvs2':'>http://4d.rtvslo.si/zivo/tvs2'))

21:59 | 25.07.2014
giush7575 (337)

გამარჟობათ..კალათბურთი აქ არის სავარაუდოთ, ჯერ არ დაწყებულა..უკრაინა-კანადამ ოვერტაიმი ითამაშეს და კანადამ მოუგო...
0?'>http://4d.rtvslo.si/zivo/tvs2':'>http://4d.rtvslo.si/zivo/tvs2'))

21:47 | 25.07.2014
empoli (889)

მადრილენო ნეტავი მართლა 6 ერძე ვიასპარეზოთ მაგას რა ჯობია მარა სიმართლე როგორია გონია ვიასპარეძებთ

21:39 | 25.07.2014
Drinjo Greuli (218)

LINKI xom ar icit? 22 da 15 cutze ickeba memgoni sloveniastan

20:22 | 25.07.2014
empoli (889)

გიგატრანცერ საერთოდ ეხა იცი რებს მეუბნები რა 20 გუნდი ტო რებს წრრ იცი საერთოდ ჩვენ ვართ მაგალი დონის ნამიბია რუმინეთო კანადა ტუ ამერიკა აბა მიტხარი ვინ ტAმაშობს უმაგლეს დონეზე რაგბს შენ რო რეგბს უყურებდი მე მოწყენილი მქონდა უკვე მაგის ყურება და არ გვინდა რა ეგე
ეთბი. საერთოდ მე აქ ჩემი აზრი დავწერე და თუ არ მოგწონს ნუ მოგწონს

21:00 | 25.07.2014
Madrileño (26972)

რაგბში თურმე მაგრები არ ვყოფილვართ... კაი ეგრე გეგონოს... თურმე საამაყო ნაკრები არ გვყავს...

სერიოზული ბაზარი მიდის 6 ერში ჩვენს დამატებაზე და ამან არ გვყავს ძლიერი ნაკრებიო

19:44 | 25.07.2014
niki (75)

დღეს რომელზეა თამაში ?

19:50 | 25.07.2014
მადრიდისტა (17021)

დაწყებულია უკვე

19:19 | 25.07.2014
akhali (10761)

დღევანდელი თამაშის ლინკი არ არის?

19:11 | 25.07.2014
მადრიდისტა (17021)

დღევანდელი თამაშის ლინკი არ არის?

14:59 | 25.07.2014
nika917 (67)

კალათბურთში მხოლოდ 1 გუნდთან ვართ ბოლომდე უშანსოდ,რეგბში მინიმუმ 5-თან.ესაა განსხვავება

12:47 | 25.07.2014
empoli (889)

რა შუაშია და რეგბს მხოლოდ რასაც ქვია რეგბი და დონე რეგბის 8 გუნდი თამაშობს უმაღლეს დონეზე და ესა მთავარიი დანარჩენი კიდე დახლოებით აი ფეხბურთში როა ლუქსემბურგის ან კიდე მალტის დონისა

14:53 | 25.07.2014
BEERTRANCE (97819)

1 ჩამოთვალე მაგ 8 გუნდი. და რეგბი კი არა ჯერ 1 რაგბი ქვია,.
პირველ 20-ში ვისაც ხედავ ყველა მაგარ დონეზე თამაშობს. საერთოდ უყურებ რაგბს?

13:31 | 25.07.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

არაა განვითარებული შედარებით რაგბი საკლუბო დონეზე და მაგიტომააა ესეთი შედეგი

13:31 | 25.07.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

კი მასეა ცოტა თამაშობს მაგარ დონეზე ზოგიც შიეძლება ფეხბურთში რომაა ბაიერნი რეალი ისეთი დონისაც ვერ იყონ რაგბში

12:43 | 25.07.2014
empoli (889)

რეგბი ხვანაირი სპორტია რომ ითამაშო უმაღლეს დონეზე მაგალითა
დ ჩვენ 100 წელი გვჭირდება მაინც

13:30 | 25.07.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

საკლუბო დონეზე არ ვართ ძლიერები და სანაკრებო დონეზე იმედია არ ამბობ თორემ ბევრი კრიტიკა წამოვა

12:39 | 25.07.2014
empoli (889)

არა მეგობარო რეგბს 8-10 გუნდი თამაშობს პროფესიულ დონეზე და დანარჩენები კიდე მოყვარულები არიან აი კალათბურთს კიდე ყველა ქვეყანა უკვე უმაგლეს დონეზე თამაშობს ამიტომაც ნურასდროს ნუ შეედრებიან კალათბურთელებს

12:44 | 25.07.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ ან რა შუაშია, და ჯერ 1 20 ქვეყანა მინიმუმ თამაშობს პროფესიულად.

12:18 | 25.07.2014
miriani (2665)

რაგბი ხო არ დაგავიწყდა ემპოლიიიი?

მეტის ნახვა
0.127124