კალათბურთი

13:43 | 6.08.2013 | ნანახია 2453 - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “ევროპის ჩემპიონატს ფორმის პიკში უნდა შევხვდეთ”

“ფაჩულიას და შენგელიას დარი მოთამაშეების არყოფნა ევროპის ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, დღეს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები იტალიის ქალაქ ტრენტოს ესტუმრება და ხვალიდან ოთხთა ტურნირში ჩაებმება, რომლის მონაწილეთა შორის მასპინძელი იტალია, პოლონეთი და ისრაელიც იქნებიან.

მომავალი შეჯიბრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა შეკრებიდან 4 კალათბურთელი – ბექა ჩიკვილაძე, რევაზ როგავა, რიჩარდ მათიაშვილი და მერაბ ბოქოლიშვილი დაითხოვა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან კი ასეთი კომენტარი გააკეთა.

“შეკრების მეორე ეტაპი, რომელიც თბილისური ფიზმომზადების შემდეგ ნაკრებმა სლოვენიაში გამართა, ძალიან სასარგებლო იყო. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია იმ პირობების შესაქმნელად, რომელშიც ახლა ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

კმაყოფილი ვარ ყველა იმ მოთამაშით, რომელიც შეკრებაზეა. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ვწუხვარ, რომ 4 მათგანთან დამშვიდობება მოგვიწია, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის.

ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას დარი მოთამაშეების არყოფნა ევროპის ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა, საქართველოსთვის კი ნბა-ს 2 მოთამაშის გამოკლება განსაკუთრებით მძიმეა. თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. მჯერა, რომ ნაკრებში დარჩენილი მოთამაშეები თავიანთ მაქსიმუმს გაიღებენ და ეცდებიან, ეს დიდი დანაკლისი შეავსონ.

ქართველები ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან და გამონაკლისი არც ტრენტოს საერთაშორისო ტურნირი იქნება. წინ 1 თვე გვაქვს და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩვენი თამაში დავხვეწოთ. ევრობასკეტს ფორმის პიკში უნდა შევხვდეთ”.

განრიგის თანახმად, საქართველოს ნაკრები 7 აგვისტოს თბილისის დროით 22:30 საათზე მასპინელ იტალიას ეთამაშება (ამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია Raisport1-ზე შედგება), 8-ში – 20:00 საათზე – პოლონეთს, ხოლო 9-ში 20:00 საათზე – ისრაელს. ტრენტოს ტურნირის შემდეგ, ქართველები სლოვენიურ პოდჩეტრტეკში დაბრუნდებიან და 13 აგვისტომდე სპორტკომპლექს “ტერმე ოლიმიაში“ მორიგ შეკრებას გამართავენ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:07 | 06.08.2013
sabonis (9584)

კიდე კარგი, რომ შენგელია-ფაჩულია ამბები დროზე გაირკვა და არა უშუალოდ ჩემპინატის წინ ან თუნდაც Hემპიონატის დოს.

17:01 | 06.08.2013
kerlon_24 (1948)

ღაისპორტ1 ?????????

15:17 | 06.08.2013
ditvina (83)

სდ

14:46 | 06.08.2013
papu (32)

თოკო რო არააა გული მწყდება . თოკოს თამაში მაგრად მაინტერესებდა ამ ევროპაზე

14:15 | 06.08.2013
zulu (627)

ძალიან კარგია რომ კარგ პირობებში ემზადებიან, ალბათ საფრანგეთთან (ამხანაგური) მატჩში გამოჩნდება რა გუნდი იქნება წელს საქართველო და რისი პრეტენზია გვექნება ევროპაზე. ვფიქრობ ამ ეტაპზე მისაღებია ზაზას გარეშე თამაში ნაკრებმა უნდა ისწავლოს ზაზას გარეშეც თამაში (ეს კაცი სულ ხო ვერ ითამაშებს). შერმადინზე და ცქიტიშვილი-სანიკიძეზე ბევრი იქნება დამოკიდებული და იმედია გაართმევენ თავს ბიჭები.

0.123061