ფეხბურთი

22:40 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS: კასილიასს პირველობა ნოიერმა ჩამოართვა

 

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო მეკარე მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი გახდა.

27 წლის მეკარემ 211 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასული ბუფონი (78 ქულა) დიდი სხვაობით ჩამოიტოვა. მე-3 ადგილზე, 64 ქულით, პეტერ ჩეხი გავიდა. შემდეგ მოდიან ტიბო კურტუა (54), ვიქტორ ვალდესი (53), იკერ კასილიასი (23) და სალავტორე სირიგუ (5).

2008-2012 წლებში, მსოფლიოს საუკეთესო მეკარის წოდება ზედიზედ 5-ჯერ იკერ კასილიასმა მოიპოვა, მაგრამ იმის გამო, რომ 2013 წელს მან ძალიან ცოტა თამაში ჩაატარა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ესპანელმა პირველობა დათმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118868