ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის საიტმა (www.iffhs.de) ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ჩემპიონატი მსოფლიოში 50-ე ადგილზეა, ხოლო მხოლოდ ევროპული ქვეყნები რომ ჩავთვალოთ, 27-ე პოზიციაზეა.
პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველოს უსწრებენ რუსეთი (მე-7), უკრაინა (მე-14), მოლდოვა (41-ე) და აზერბაიჯანი (43-ე). ეს რეიტინგი ყოველ წელიწადს განახლებადია და შარშან ამ დროს საქართველო 46-ე ადგილზე იყო. მხედველობაში მიიღება საერთაშორისო ტურნირებზე კლუბების გამოსვლა.
უძლიერესი ლიგა ესპანეთია, შემდეგ კი ინგლისი, გერმანია და იტალია მოდიან.
- ესპანეთი – 1155 ქულა
- ინგლისი – 1128
- გერმანია – 1056
- იტალია – 927
- ბრაზილია – 896
- არგენტინა – 868
- საფრანგეთი – 796
- რუსეთი – 736
- კოლუმბია – 724,5
10. რუმინეთი – 722,5
50. საქართველო – 343