ფეხბურთი

11:09 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

იეპესი “ატალანტაში” ითამაშებს

37 წლის კოლუმბიელი მცველი მარიო იეპესი კარიერას ბერგამოს “ატალანტაში” განაგრძობს. “მილანის” ყოფილი უკანახაზელი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

“იეპესი ჩვენ შემოგვიერთდება. გარდა ამისა, სხვა ფეხბურთელების გადმობირებაზეც ვფიქრობთ”, - განუცხადა Footabll Italia-ს ბერგამოელთა პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ.

ცნობისათვის, იეპესი იტალიის ჩემპიონატში 2008 წლიდან ასპარეზობს. მისი აპენინური კარიერა “კიევოში” დაიწყო, “მილანში” გაგრძელდა და საქმე ისე მიდის, “ატალანტაში” დასრულდება.

 

0.124492