პლიაჟის ფრენბურთში მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპებზე, ქართულმა წყვილებმა საქა-რთველომ და გეორ-გიამ მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილები გაიყვეს, რისთვისაც ასოც სარეიტინგო ქულასა და ორიათასრვაას დოლარს გამორჩნენ. საქა-რთველო პოლონურ მისლოვიცეში მიმდინარე ქალთა ტურნირზე მე-17 ნომრად გახლდათ განთესილი და საწყის დღეს თითო მოგება-წაგების შემდეგ, მე-18 რეიტინგის მქონე კანადელებთან (ლესარი-მარტინი) 1:2 (21:14, 12:21, 13:15) დამარცხდა.
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ასპარეზობდა ვაჟთა წყვილი გეორგია, რომელმაც სამიდან ასევე ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა. დასკვნით მატჩში მე-17 ნომრად მიჩნეული ქართული დუეტს, იტალიურმა დუეტმა (ინგროსო-ინგროსო, მე-18) 1:2 (21:19, 17:21, 11:15) სძლია.
6-11 ივნისს, საქა-რთველოცა და გეორ-გიაც ჩინეთში, პეკინის ტურნირზე იასპარეზებენ, რომელიც დიდი სლემის ეგიდით შედგება.







