პსჟ-ს და შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ესტონეთის წინააღმდეგ მოგებულ ამხანაგურ მატჩში (2:0), დუბლი მიითვალა და შვედეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
იბრამ მე-3 და 24-ე წუთებზე გამოიჩინა თავი, ნაკრებში რიგით 50-ე გოლი გაიტანა და თანამემამულე სვენ რიდელის რეკორდი (49 გოლი) გააუმჯობესა, რომელიც 1932 წლის შემდეგ, მიუღწეველი გახლდათ.
იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებში 2001 წლიდან ასპარეზობს.
გიორგი ბალახაძე