ფეხბურთი

17:17 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “წასვლაზე არც მიფიქრია”

“პარი სენ ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მას ფრანგული გუნდის დატოვებაზე არც კი უფიქრია.

მას შემდეგ, რაც პსჟ-მ ედინსონ კავანი შეიძინა, ევროპულმა პრესამ იბრაჰიმოვიჩის მიერ გუნდის შესაძლო გამოცვლაზე ცნობების გავრცელება აქტიურად დაიწყო, მაგრამ შვედი პარიზში დარჩა.

“ყოველთვის ვიცოდი, რომ პსჟ-ს ამ ზაფხულში არ დავტოვებდი. კლუბში ყველა შესანიშნავად მექცევა და ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

რა თქნა უნდა, არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ სხვა გუნდში წასვლაზე არც კი მიფიქრია.” – ციტირებს ზლატანის სიტყვებს Goal-ი.

0.112008