ფეხბურთი

12:17 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ აღიარეს

საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ეროვნულმა კავშირმა, პსჟ-ს შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის მოთამაშემ ეს აღიარება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

იბრაჰიმოვიჩმა თანაგუნდელებს - მცველ მცველ ტიაგო სილვას და ნახევარმცველ ტიაგო მოტას აჯობა, ასევე, “მონაკოს” ნახევარმცველ ჰამეს როდრიგესს. 2011-2012 წლებში ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი “ლილის” ნახევარმცველი ედენ აზარი გახდა, რომელიც ამჟამად ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს.

იბრაჰიმოვიჩი ზედიზედ მეორედ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც. გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მის ანგარიშზე 25 გოლია, მაშინ, როდესაც უახლოეს მდევრებს ედინსონ კავანის (პსჟ), ანდრე-პიერ ჟინიაკს (მარსელი) და ვენსან აბუბაკარს (ლორიანი) 16-16 გოლი აქვთ გატანილი.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168084