“პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ როდესაც ის გუნდშია, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს საჭიროება არ არსებობს.
“ვის ავირჩევდი პსჟ-სთვის ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის? რაში ჭირდება პსჟ-ს ისინი, როდესაც კლუბში ზლატანი თამაშობს?” – ციტირებს შვედი ვარსკვლავის სიტყვებს RMC Sport-ი.
იბრაჰიმოვიჩი კომენტარს საკუთარ მომავალზეც აკეთებს: “ვფიქრობ, კარიერის პსჟ-ში დასრულება შემიძლია. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს, მე კი ისევ ფორმაში ვარ და თამაში შემიძლია. თუ კლუბს დავჭირდები და საფრანგეთში ჩემი ხილვა კვლავ მოუნდებათ, დავრჩები. ჩემგან თავს ასე მარტივად ვერ დაიძვრენთ.”