პსჟ-სა და “ოლიმპიაკოსის” წუხანდელ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისტორიაში მე-18 ფეხბურთელი გახდა ვისაც ჩემპიონთა ლიგაში 100 მატჩი უთამაშია. შვედეთის ნაკრების თავდამსხმელს ამ ტურნირში 6 კლუბის მაისურით უთამაშია. მისი დებიუტი 2002 წლის 17 სექტემბერს შედგა, როცა მისმა “აიაქსმა” “ლიონი” 2:1 დაამარცხა. შემდგომში ის გამოდიოდა “იუვენტუსის,” “ინტერის,” “ბარსელონასა” და “მილანის” სახელით, შარშან ზაფხულს კი პსჟ-ში გადავიდა. 39 გოლით ზლატანს საერთო ჩათვლაში მე-10 ადგილი უჭირავს ტურნირის ბომბარდირთა შორის – გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.