შვედეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ესტონეთთან გამართული თამაშის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
4 სექტემბერს, შვედეთმა ესტონეთი 2:0 დაამარცხა. ზლატანმა დუბლი გაიფორმა. მე-2 გოლი იბრას სანაკრებო კარიერაში 50-ე იყო და მან აქამდე რეკორდსმენ სვენ რიდელს გაუსწრო.
“ვიცოდი, რომ ამ რეკორდს დავამყარებდი. ბედნიერი ვარ, რადგან ამ მომენტს დიდხანს ველოდი და ვფიქრობ, რომ ეს დავიმსახურე. დარწმუნებული ვარ, შვედეთის ნაკრებში და პსჟ-ში კიდევ ბევრ გოლს გავიტან.
გოლების გატანას კაპელოსთან შეხვედრის შემდეგ ვუმატე. “იუვენტუსში” თამაშის დროს, მან მარკო ვან ბასტენის საუკეთესო გოლების ვიდეო მიჩვენა და მითხრა: “შენ ისევე უნდა ითამაშო, როგორც ის თამაშობდა”. ახალგაზრდა ვიყავი და ფეხბურთზე ბევრი რამ შევიტყვე. იმ დღიდან მოყოლებული, გოლები ისე გამქონდა, როგორც დიდ ფეხბურთელებს.” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.