ფეხბურთი

21:58 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსს” უარყოფს

“პარი სენ ჟერმენის” ვარსკვალვი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ ამჟამინდელი კლუბის დატოვებას და ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინათ, თუტტოსპორტ-მა გამოაქვეყნა სტეფან ჰანსენის ინტერვიუ, რომელშიც ის საკუთარ თავს ზლატანის ძველ მეგობარს უწოდებდა და აცხადებდა, რომ შვედს “იუვენტუსში” დაბრუნება სურს.

“სტეფან ჰანსენს საერთოდ არ ვიცნობ. მას არასდროს შევხვედრივარ. ის ჩემი მწვრთნელი არასდროს ყოფილა და ჩვენ სკაიპით არასდროს გვისაუბრია. როგორც წესი, მსგავს ჭორებს კომენტარს არ ვუკეთებ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ჰანსენის სიტყვები რეალურ ფაქტებს არ ემყარება.” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი, რომელიც “იუვენტუსში” 2004-06 წლებში თამაშობდა.

0.123418