“პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, “ჩელსისთან” გასამართ ორრაუნდიან დაპირისპირებაში, ფავორიტად ლონდონელებს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის გუნდს წინ დიდი გამოცდა ელის.
“მიმაჩნია, რომ ფავორიტი “ჩელსია”. ფანტასტიკურ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ მაინც არაფრის გვეშინია.
ჩვენი სიტუაცია 10 წლის წინანდელ “ჩელსის” მახსენებს, როდესაც კლუბს მესაკუთრე ახალი გამოცვლილი ჰყავდა. პსჟ-ში გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა უკვე მოუგიათ.
შესამჩნევად გავძლიერდით. ხვალინდელი თამაში, ჩვენთვის, დიდი გამოცდა იქნება, რომელიც გვიჩვენებს, რა დონეზე ვიმყოფებით.” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი “ჩელსისთან’ გასამართი მატჩის წინ.