ფეხბურთი

15:08 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი და ვერატი პსჟ-ში დარჩებიან

 

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კლუბი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო ვერატის გაყიდვას არ გეგმავს. მოგეხსენებათ, ევროპული მედიასაშუალებები ამ ორ ფეხბურთელს კლუბის შეცვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

“ვფიქრობ, ზლატანით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ასეთი დონის ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს. პსჟ-ს გაუმართლა, რომ იბრაჰიმოვიჩი ჰყავს. შვედი შემდეგ სეზონშიც პსჟ-ში ითამაშებს, ისევე როგორც მარკო ვერატი”, - განუცხადა ანჩელოტიმ Sky Italia-ს.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, იბრაჰიმოვიჩმა 31 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი მიითვალა.

0.123309