ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი შოუ დადგა, ამჯერად ბრიუსელში, "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. პსჟ-ის შვედმა ვარსკვლავმა პოკერი შეასრულა, თანაც ლამაზი გოლები მიითვალა. "იბრა" პირველი შვედია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში ერთ მატჩში 4 გოლი გაუტანია.
"თავს მშვენივრად ვგრძნობ. ამ სეზონში პსჟ უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან იყო. ახალი, ძლიერი ფეხბურთელები დაგვემატნენ. ჩემპიონთა ლიგის მოგება? შეგვიძლია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო რთული მატჩები გიწევს". – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.