ფეხბურთი

20:48 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “ასეთი შემადგენლობით ყველა თამაშს უნდა ვიგებდეთ”

“პარი სენ ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ ისეთი შემადგენლობით, როგორიც პარიზელებს ჰყავთ, გუნდმა ყველა თამაში უნდა მოიგოს.

“იმ შემადგენლობით, რომელიც ჩვენს გუნდს ჰყავს, ყველა შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ. ეს სიტუაცია, ჩვენთვის, ნორმალურია. თუმცა, სეზონი გრძელია და მნიშვნელობა იმას ენიჭება, საბოლოოდ ვინ დარჩება გამარჯვებული.” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 8 ოფიციალური თამაშიდან პსჟ-მ მხოლოდ 3 მოიგო, ხოლო დანარჩენი 5 ფრედ დაასრულა.

0.11383