1 ოქტომბრიდან ფუტსალში საქართველოს საუკეთესო კლუბი “
შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების შედეგად, გარკვეული პერიოდი “იბერია სტარის” არსებობაც კი ეჭვის ქვეშ იდგა, საბოლოოდ კი, ქართული კლუბი ყველა ლეგიონერმა დატოვა და გუნდი ახალ მიზნებს მხოლოდ ადგილობრივი კადრებით შეეჭიდება. არადა, გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონმა “ოთხთა ფინალში” ითამაშა და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი იმედები ჩაგვისახა...
ძირითადი რაუნდის წილისყრის შედეგებით, “იბერია სტარი” მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ბულგარული “ვარნა”, ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელი “სარაევო” და უნგრული “დიორი” იქნებიან.
მატჩებს დიორის “მაგვასი მიჰალი სპორტს ჰოლი” უმასპინძლებს. 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:30 საათიდან “იბერია სტარი” “ვარნას” ეთამაშება, 2-ში იგივე დროს – “სარაევოს”, 4-ში, 21:30 საათზე კი ჯგუფის ფავორიტებად მიჩნეული გუნდების – “დიორის” და “იბერია სტარის” დაპირისპირება იქნება.
ცნობისთვის, ფუტსალის ქართველ ქომაგს მომავალი მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა “
აქვე ვთქვათ, ძირითადი რაუნდის 6 ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორ-ორი საუკეთესო გუნდი გააღწევს, ამდენად, მომავალ ეტაპზე 12 საუკეთესო იასპარეზებს.
“