ფეხბურთი

20:33 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია სტარი” - ბოლო წამის ამბები

თბილისის “იბერია სტარმა” უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდის ჯგუფის II ტურში ფრედ, 0:0 ითამაშა სარაევოს “ტანგოსთან”. ანგარიში გასაგებია, მაგრამ ბოლო წამზე ირაკლი თოდუამ გოლი გაიტანა და მსაჯმა არ ჩათვალა - დრო ამოიწურაო. პროტესტი გამოხატეს ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა და კლუბის პრეზიდენტმა ვატო წერეთელმაც, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა.

8 წამი იყო დარჩენილი, როცა ქართველებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და გიორგი ალთუნაშვილმა თოდუას გადააწოდა, მისი პირველი დარტყმული მოიგერია მეკარემ, მაგრამ ეს ხეირიანად ვერ გააკეთა და ბურთი ისევ თოდუას ფეხიდან ბადეში შევარდა. აღმოჩნდა, რომ ამაოდ.

შეხვედრის მთავარი არბიტრი თურქი ოზან სოიქანი გახლდათ.

ამ ორი კლუბის გარდა, II ჯგუფში გამოდიან უნგრული “დიორი” და ბულგარული “ვარნა”. მათი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორი გუნდი გადის.

 

ბოლო ტური 4 ოქტომბერს გაიმართება: იბერია სტარი - დიორი, ტანგო - ვარნა.

 

ამჟამად ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა:

1. იბერია სტარი   2 1 1 0 2:1 4

2. დიორი               1 1 0 0 4:2 3

3. ტანგო                2 0 1 1 2:4 1

4. ვარნა                 1 0 0 1 1:2 0

 

იბერია სტარი - სარაევო 0:0

იბერია სტარი: აკოპოვი (მეკ), ძაბირაძე, კაკაბაძე, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი; ბუკია, სიგუნავა, თიბილაშვილი, ლუკავა, თოდუა, თოთლაძე, ტიკურიშვილი.

მწვრთნელი: ალექსანდრე სარქისიანი.

0.120765