კალათბურთი

15:05 | 20.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

იბაკას გარეშე დაიჩაგრნენ

“სან ანტონიოს” სუპერტრიომ ტიმ დანკანის, მანუ ჯინობილის და ტონი პარკერის შემადგენლობით, ნბა-ს პლეი ოფებში 110-ე გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულის წყალობით, საუკეთესო შედეგის მქონე “ლეიკერსის” სამეულს – კარიმ აბდულ-ჯაბარი, მეჯიკ ჯონსონი, მაიკლ კუპერი – გაუტოლდა.

“სპურზმა” მორიგ წარმატებას დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში მიაღწია, რომელშიც “ოკლაჰომა სიტი სანდერი” ძალიან დამაჯერებლად – 122:105 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა მასპინძელთა გამთამაშებელ ტონი პარკერს. ფრანგმა კალათბურთელმა 12 შედეგიანი პასი მიითვალა და პლეი ოფში საუკეთესო ასისტენტების დავაში ლეგენდარულ აიზია ტომასს გადაასწრო. ახლა, ტონის აქტივში 994 პასია (ტომასის მონაგარი 987-ს უტოლდება) და იგი მოწინავე ათეულს აგვირგვინებს.

აღსანიშნავია, რომ პარკერს და მთლიანად “სან ანტონიოს” საქმე გაცილებით გაუიოლა სერჟ იბაკას არყოფნამ, რისი წყალობითაც ტეხასელებმა ფარქვეშიდან 66 ქულის ჩაგდება მოახერხეს, ოკლაჰომელებს კი იდენტურ გრაფაში მხოლოდ 32 ქულა ჰქონდათ.

“ჩვენ ფარქვეშ შესვლას ხშირად ვიყენებთ და ცხადია, იმ ფაქტმა, რომ იქ იბაკა არ გვხვდებოდა, დიდი სამსახური გაგვიწია. ცხადია, ამ ელემენტს მომავალშიც გავითვალისწინებთ”, - განაცხადა პარკერმა.

სხვათა შორის, თავად იბაკა, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა აწუხებს, მოედანზე გასასვლელად თავს არ ზოგავს. წინასწარი ინფორმაციით, ფრანგ ფორვარდს სრულად მომჯობინებისთვის 1-2 თვე სჭირდება, თუმცა, იგი მზადაა, რისკზე წავიდეს. სერჟის განცხადებით, თუკი ”სანდერმა” “სპურზის” ბარიერი დასძლია, იგი ფინალში სათამაშოდ ტრავმირებული ფეხითაც კი გავა.

რამდენად შესძლებს გუნდის დახმარებას იბაკა, გაურკვეველია, თუმცა, ოკლაჰომელებმა დაცვაში თამაში რომ უნდა გააუმჯობესონ, ეს ფაქტია. აღნიშნულის შესახებ, “ჩაგდებული” თამაშის შემდეგ, “სანდერის” მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმაც ისაუბრა.

“დაცვაში საგრძნობლად უნდა მოვუმატოთ. დღეს მეტოქეს ყველაფრის გაკეთების საშუალება მივეცით, რაც მათ მოისურვეს. დაცვა ჩვენი ძლიერი მხარეა, თუმცა, ფაქტი სახეზეა. ისეთი ვერაფერი მოვიმოქმედეთ, რაც “სპურზის” კალათბურთელებს შეაჩერებდა”.

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-2 მატჩი ისევ სან ანტონიოში 22 მაისის დილას შედგება.

 

სან ანტონიოოკლაჰომა სიტი 122:105 (30:27, 37:32, 22:23, 33:23)

სან ანტონიო: დანკანი (27 ქ. 7 მ.), გრინი (16 ქ.), ლენარდი (16 ქ.), პარკერი (14 ქ. 12 პ.), სპლიტერი (6 ქ. 8 მ.); ჯინობილი (18 ქ.), დიაო (9 ქ.), მილსი (5 ქ.), ბელინელი (5 ქ.), ჯოზეფი (4 ქ.), ბეინსი (2 ქ.), ეირსი, ბონერი.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (28 ქ. 9 მ.), უესტბრუკი (25 ქ. 7 პ.), პერკინსი (5 ქ. 9 მ.), სეფოლოშა, კოლისონი; ფიშერი (16 ქ.), ჯეკსონი (13 ქ.), ბატლერი (9 ქ.), ადამსი (4 ქ.), ჯონსი (3 ქ.), ლემბი (2 ქ.), რობერსონი.

სან ანტონიო იგებს სერიას 1:0


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:58 | 16.04.2014
DATO11- (4359)

უეჭველი უნდა მოიგოს იუვემ ევროპა თორე კონტე იქნება მაგარი გასატყიპი თავისუფლად შეუძლია იუვეს ამ თასის აწევა და თუვერ მოიგო პირველ რიგში ეგ კონტეს ბრალი იქნება მაგრამ იმედია მოიგებენ მართლა გულით ვბალეშიკობ ევროპაზე . . .

10:30 | 16.04.2014
UNITY (6719)

კონტე მაგარი კაცი.

10:18 | 16.04.2014
alemano (2049)

ბენიტესმა თუ იცოდა პორტუგალიურ გუნდთან რა ექნა გამოეგდო პორტუ უსახურად რო წააგო

13:59 | 16.04.2014
maradonna (4306)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD რა უსახურად წააგეს? თამაშს უყურე ვაფშე? 78 წუთამდე მეკარე არ უნახია პოტუს ცენტრს ვერ ცილდებოდნენ, 2 კონტრატაკა გააკეთეს და გაიტანეს. 28 ჯერ დაარტყა ნაპოლიმ და ბურთი არ შედიოდა რა შუაშია აქ უსახურად წაგება DDDDDDDDDDDD

08:58 | 16.04.2014
ika_juve (1742)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

09:51 | 16.04.2014
ficxela10 (4839)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

09:51 | 16.04.2014
ficxela10 (4839)

აუ ადმინ რა გინდა ტო შარზე ხარ?

02:19 | 16.04.2014
kacichamia (5093)

ბენფიკა გავა

09:51 | 16.04.2014
ficxela10 (4839)

ბენფიკა სახლში წავა

01:52 | 16.04.2014
giojuve-10 (3743)

კონტე გვამი ხააარ მაგ იუვეს სენზე უკეთ ნებისმიერი ვათამაშებთ :@

10:15 | 16.04.2014
Alex1212 (310)

რას უკეთესად ათამაშებ თუ ძმა ხარ?!
გუნდი ზედიზედ ორი სეზონი მეშვიდე ადგილზე ამთავრებდა.
მოვიდა კონტე და ჩემპიონი ისე გახადა თამაში არ წაუგია, ამას მეორე გაჩემპიონობა მოაყოლა და დღე დღეზე ზედიზედ მესამეს მოიგებს.
საუკეთესო მწვრთელად ასახელებენ უკვე მერამდენედ. რა გინდათ რას ერჩით?
უკეთესი გყავთ ვინმე.
ერთადერთი პრეტენზია მე რაც მქონდა კონტესთან თასზე მეორე სასტავს რომ ათამაშებდა და გამოვარდა, ეგ არის და ეგ.

10:22 | 16.04.2014
Alex1212 (310)

ლიგას კიდევ ისლებით და ოგბონებით ვერ მოიგებ.
რა რესურსიც აქვს მაქსიმალურ შედეგს დებს

01:51 | 16.04.2014
giojuve-10 (3743)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:59 | 15.04.2014
zidani (7702)

მერე უნდა ბენიტესმა ასეთი წერილი უნდა გაუგზავნოს არ გინდოდა რძე და ყველიო ჭამე ახლა ........... DDDDDDDDDDDDD

23:58 | 15.04.2014
zidani (7702)

პრიკოლი იქნება ბენფიკამ იუვე რომ გამოაგდოს DDDDDDDDDDDD

00:58 | 16.04.2014
maradonna (4306)

იმედია მასე არ მოხდება მოიგოს ევროპა ლიგა ჯუვემ თორე იტალია იძირება

23:40 | 15.04.2014
maradonna (4306)

კაია რომ მოუბოდიშა რამდენი ვაგინე არადა კონტეს DDDDDDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069232