ფეხბურთი

19:27 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილმა ბაქოურ დერბიში გაიტანა

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" მოქმედ ჩემპიონ "ნეფთჩის" 3:1 სძლია. ბაქოურ დერბიში ბოლო გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, რომელმაც 81-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასვლის შემდეგ შეაგდო. იაშვილი ბოლოს, 89-ე წუთზე შეცვალეს. შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლომაიამ, ხოლო ბაჩანა ცხადაძე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შევიდა მინდორზე და ყვითელი ბარათიც მიიღო. ლაშა სალუქვაძე განაცხადში არ გახლდათ.

"ინტერი" მეხუთე ადგილზეა, თუმცა 8 ქულით ჩამორჩება ნიკა გელაშვილის "ყარაბაღს" და თანაც, "ყარაბაღს" ერთი მატჩი მარაგში აქვს.

0.118109