ფეხბურთი

20:25 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი აზერბაიჯანის ტურის ფეხბურთელად დაასახელეს

ბაქოს "ინტერის" ქართველი შემტევი ალექსანდრე იაშვილი აზერბაიჯანული პრემიერლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: ეს Azerisport-ის ვერსიით. 36 წლის იაშვილმა გასულ ტურში გოლი გაუტანა ბაქოს "ნეფთჩის", მისმა გუნდმა კი 3:1 იმარჯვა. არა მხოლოდ გოლი, "აკუნამ" მთელი მატჩის განმავლობაში მშვენივრად ითამაშა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" საშინელი სტარტის შემდეგ, მოგებები დაიწყო და ახლა მეხუთე ადგილზეა – 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ყარაბაღს".

0.123497