ბაქოს “ინტერის” ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილი, მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია. ამის შესახებ, აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა apasport.az-ი იუწყება.
იაშვილი 36 წლის 23 ოქტომბერს გახდება. ასაკოვან მოთამაშეებს შორის მე-2 ადგილზე “სუმგაითის” კაპიტანი სამი აბასოვია, რომელიც 35 წლის 1 თებერვალს გახდა. მესამე ბაქოს “ნეფთჩის” მაკედონიელი მცველი იგორ მიტრესკია, რომელსაც 19 თებერვალს 34 წელი შეუსრულდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანის პრემისერლიგის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეს, ის “სუმგაითის” ნახევარმცველი ფარიდ ქერიმზადეა. ეს უკანასკნელი 1997 წლის 5 აპრილს დაიბადა.