იაპონიის ნაკრებმა, გასულ კვირაში სამოას 33:14 დამარცხებით, მსოფლიო რეიტინგის მონაგარს 1,85 ქულა შემატა და თავის საუკეთესო მაჩვენებლამდე, მე-12-ე პოზიციამდე დაწინაურდა.
შესაბამისად, ტონგა ერთი საფეხურით დაქვეითდა, მაგრამ სულ მალე, წყნარი ოკეანის თასი იწყება და რეიტინგის ამ მონაკვეთში ცვლილებები მრავლად მოხდება. 1,85 ქულა დაკარგა სამოამ, მე-8-ე ადგილი არგენტინას დაუთმო და ერთი საფეხურით დაქვეითდა, მაგრამ წყნარი ოკეანის თასი, სიტუაციის გამოსწორების შანსს მასაც უტოვებს. მომავალი უქმეებიდან, ივნისის ტესტ-მატჩები აქტიურ ფაზაში შედის და მოწივანე 20-ეულში ცვლილებები იქნება, რამაც, შესაძლოა, საქართველოზეც იქონიოს გავლენა, რომელიც 70,46 ქულით, მე-16-ე პოზიციას ინარჩუნებს.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 2 ივნისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,81
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89,34
3 (3). ავსტრალია 86,88
4 (4). ინგლისი 85,68
5 (5). ირლანდია 82,13
6 (6). უელსი 80,70
7 (7). საფრანგეთი 80,07
8 (9). არგენტინა 76,44
9 (8). სამოა 75,49
10 (10). შოტლანდია 75,16
11 (11). ფიჯი 74,21
12 (13). იაპონია 73,90
13 (12). ტონგა 73,21
14 (14). იტალია 72,05
15 (15). კანადა 70,75
16 (16). საქართველო 70,46
17 (17). რუმინეთი 68,08
18 (18). აშშ 67,21
19 (19). რუსეთი 63,43
20 (20). ურუგვაი 61,86
21 (21). ესპანეთი 60,65
22 (22). ნამიბია 58,79
23 (23). ჰონკონგი 58,47
24 (24). პორტუგალია 57,73
25 (25). კორეა 57,22
26 (26). გერმანია 57,19
27 (27). ჩილე 54,54
28 (28). მოლდოვა 54,10
29 (29). ბელგია 53,90
30 (30). ზიმბაბვე 53,56
31 (31). ჰოლანდია 53,16
32 (32). უკრაინა 52,37
33 (33). კენია 51,75
34 ...