“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ბელგიელმა შემტევმა, ადნან იანუზაიმ “წითელ ეშმაკებთან” ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“მანჩესტერსა” და 18 წლის იანუზაის შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა. ახალი შეთანხმება ბელგიელს ინგლისურ გუნდთან 2018 წლამდე აკავშირებს.
ადნან იანუზაი “მანჩესტერში” 2011 წელს, “ანდერლეხტიდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში, პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 4 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა. ორივე შემთხვევაში, ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი “სანდერლენდთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია