იტალიურმა Gazzetta dello sport-მა 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ასაკი არაუმეტეს 20 წელია. ეს უშუალოდ გამოცემის ვერსიაა და მიიჩნევენ, რომ საუკეთესო ახალგაზრდა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ადნან იანუზაია.
მეორეზე გავიდა “ვიტესის” ბრაზილიელი ლუკას პიაზონი, ხოლო მესამეზე – პსჟ-ის მცველი მარკინიოში.
ათეულში ასევე მოხვდნენ: ჟერარ დელოფეუ (“ევერტონი”), რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”), ზაქარია ბაკალი (პსვ), ლეონ გორეცკა (“შალკე”), ლუკ შოუ (“საუთჰემპტონი”), დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ლუკას ოკამპოსი (“მონაკო”).