ფეხბურთი

14:00 | 24.04.2014 | ნანახია 0 - ჯერ

იანუზაი ბელგიის ნაკრებში ითამაშებს

დამთავრდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელის, “მანჩესტერ იუნაიტედის” 19 წლის შემტევის, ადნან იანუზაის უცნაური ისტორია. ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა, მარკ ვილმოტსმა აღელვებულმა დაწერა თავის ტვიტერში: “უკვე მივიღე ოფიციალური დასტური, რომ იანუზაი მთელი კარიერის განმავლობაში ბელგიის ნაკრებში ითამაშებს.”

ოთხშაბათ საღამოს იანუზაის აგენტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა დირკ დე ვრისემ Sportsmail-ს უთხრა, რომ საკუთარ საერთაშორისო კარიერასთან მიმართებაში იანუზაიმ “ლოგიკური გადაწყვეტილება” მიიღო. “ადნანი ბელგიაში დაიბადა და საფეხბურთო განსწავლულობაც ამ ქვეყანაში მიიღო, ამიტომ ოჯახთან თათბირის შემდეგ ასე გადაწყვიტა.”

საინტერესოა, რომ ბრიუსელში დაბადებული იანუზაი, რომელმაც შარშან ოქტომბერში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კოსოვოელი ალბანელების ოჯახში დაიბადა, შედეგად მას შეეძლო კოსოვოს (თუ ფიფა აღიარებს) ალბანეთის, სერბეთის, ინგლისის ან ბელგიის ნაკრებები აერჩია. საბოლოდ მან ბელგიის სასარგებლოდ გადაწყვიტა და წლეულს ზაფხულში ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:53 | 12.12.2013
gujakakhadze (169)

ახალგაზრდებს აწინაურებენ?

21:17 | 12.12.2013
samtrediel (8001)

აბა შენ იცი ყმაწვილო.

0.064395