უკრაინელი ფორვარდი ალექსანდრ იაკოვენკო, რომლის ბოლო კლუბი ბელგიური “ანდერლეხტი” იყო, კარიერას იტალიურ “ფიორენტინაში” გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
აღსანიშნავია, რომ იაკოვენკო “ფიორენტინაში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 1 ივლისს ამოიწურა და “ანდერლეხტის” ხელმძღვანელობამ მის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე იაკოვენკო ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის, პაველ იაკოვენკოს ვაჟია.