ფეხბურთი

17:44 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის

“ნორვიჩთან” გამართულ მატჩში “მანჩესტერ სიტის” კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე სასჯელს გადაურჩა, თუმცა, დიდი ალბათობით ის ამ სასჯელს მაინც ვერ გადაურჩება.

შეხვედრის მთავარ მსაჯ ჯონათან მოსს, რიკი ვან ვოლფსვინკელის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის ტურე უნდა გაეძევებინა, მაგრამ ის საერთოდ დაუსჯელი დარჩა.

სამაგიეროდ, ახლა ამ ინციდენტს საფეხბურთო ასოციაცია განიხილავს და თუ ის წესების დარღვევას ძალიან უხეშად მიიჩნევს, მაშინ შკყ შპორტს-ის ცნობით, იაია ტურე სამმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს. ამრიგად, 30 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “სანდერლენდსა” და “სტოკთან”, ხოლო ინგლისის თასზე “ჩელსისთან” გასამართი მატჩები გამოტოვოს.

0.117134