ფეხბურთი

12:35 | 25.12.2013 | ნანახია 1116 - ჯერ

იაია ტურე: “ბარსელონას” ჩვენი ეშინია

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ ბრიტანულ გამოცემებთან ისაუბრა. ამ თემასთან დაკავშირებით ტურე ჟურნალისტებისთვის გამორჩეულად საინტერესო რესპოდენტია, რადგან 2007-2010 წლებში ის კატალონიური კლუბის ღირსებას იცავდა.

“ძალიან გამიმართლა, რომ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ვარ. ამ გუნდში არაერთი ბრწყინვალე მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, ორიოდ წელიწადში “სიტი” მსოფლიოს უძლიერესი კლუბი გახდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს, “ბარსელონას” ჩვენი ეშინია, რადგან სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ და ბევრი გოლები გაგვაქვს. კატალონიელებთან მძიმე ბრძოლა გველის. თუ ჩვეულ დონეზე ვითამაშებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება” – აღნიშნა იაია ტურემ.

 

 

0.153136
1116