ფეხბურთი

18:37 | 3.12.2013 | ნანახია 0 - ჯერ

იაია ტურე აფრიკაში საუკეთესოა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე ბრიტანეთის მედიაკორპორაცია ВВС-მ აფრიკის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გამოკითხვა ВВС –ს ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარდა. ტურე აქამდე ხსენებულ ნომინაციაზე წარდგენილი 5-ჯერ იყო, მაგრამ პირველად გაიმარჯვა.  

მას კონკურენტებად ნიგერიელი ჯონ ობი მიკელი (“ჩელსი”) და ვიქტორ მოზესი (“ლივერპული”), ბურკინაფასოელი ჯონათან პიტრიუპა (“რენი”), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) ჰყავდა.

“ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოკითხვა არა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს ან მწვრთნელებს, არამედ, ფეხბურთის ყველა მოყვარულს შორის ჩატარდა. როდესაც “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი გავაფორმე, ვთქვი, რომ ბევრი ჯილდოს მოგება მინდა და ეს ერთ-ერთი მათგანია” – თქვა ტურემ.

2013 წელს, ტურემ ინგლისის პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის კოტდივუარის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში დაეხმარა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:06 | 04.06.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

დედას მოუDGნავს ბაჩინსკი!

01:39 | 04.06.2015
Oto. (4710)

რამდენი წლისაა,აღარ დაბერდა?ქალის არაფერი ეტყობა..საქონელია

00:48 | 04.06.2015
BEERTRANCE (97819)

მართლა გაქაჩავდა კაცებში თავისუფლად

22:41 | 03.06.2015
adp10 (10711)

ეს ძმაო ქალი არააა

კაცებში უნდა ათამაშო

0.072195