ფეხბურთი

15:06 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იაგიელონიას” თავკაცი: “ძალამიძე ტრავმებმა დაამუხრუჭა”

 

ბიალისტოკის “იაგიელონიას” ახალი მთავარი მწვრთნელის მიხალ პრობიერცის აზრით, ნიკა ძალამიძეს ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში შესვლაში ხელი ტრავმებმა შეუშალა.

“ძალამიძე რომ ოპრიმალურ ფორმაში არაა, იმ ტრავმების ბრალია, რაც ამ ფეხბურთელს ჰქონდა. ყოველი ტრავმა მოთამაშეს ამუხრუჭებს. ნიკა ხან თამაშობდა, ხან არა, ხან ვარჯიშობდა, ხან ისვენებდა და ასე არაერთხელ მოხდა. ასეთ ვითარებაში ფორმაში შესვლა შეუძლებელია” – იუწყება პრობიერცის სიტყვებს ინტერნეტპორტალი przegladsportowy.pl-ი.

22 წლის ძალამიძემ, რომელსაც მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი დრო გაუცდა, “იაგიელონიაში” 14 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.108087