ფეხბურთი

12:48 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელარს 20 აპრილს ელიან

გელზენკირხენის “შალკეს” ტრავმირებული ფორვარდი კლას-იან ჰუნტელარი მოედანს დაახლოებით 2 კვირაში დაუბრუნდება. NU-ს ცნობით, “ხუმარების” სამწვრთნელო შტაბი ჰოლანდიელის გამოჩენას 20 აპრილს, ფრანკფურტის “აინტრახტთან” მატჩში ელის.

შეგახსენებთ, რომ ჰუნტელარმა მუხლის ტრავმა “დორტმუნდთან” გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთშია. სადღეისოდ, თავდამსხმელი მსუბუქ ვარჯიშებს ახერხებს და მალე, 100%-ით მზად იქნება.

ცნობისათვის, ჰუნტელარმა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამასებაში 22 მატჩი ჩაატარა და 7 გოლით გამოიჩინა თავი.

 

0.11584