გერმანიის ბუნდესლიგის 32–ე ტურში, გელზენკირხენის „შალკემ“ „ჰამბურგს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. არადა, „ხუმარებისთვის“ მატჩი ცუდად დაიწყო და ბევრი გულშემატკივარი მატჩის ასეთ დასასრულს ალბათ არც ელოდა. მატჩის დებიუტში, მარსელ იანსენს კუთხურის შემდეგ მიუვიდა ბურთი და თავური დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი.
ამის შემდეგ, გელზენკირხენელები გააქტიურდნენ და მეტოქის კარი 4–ჯერ დალაშქრეს, დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს და სტუმრები იმედგაცრუებულნი დატოვეს. „შალკეს“ გამარჯვებას საძირკველი მიშელ ბასტოსმა ჩაუყარა, რომელმაც მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი და წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ, გელზენკირხენელთა მთავარმეგოლის – კლას–იან ჰუნტელარის ჯერი დადგა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და დაამტკიცა, რომ საკმაოდ კარგ ფორმაშიცაა. ჰოლანდიელმა ფორვარდმა „ჰამბურგთან“ მატჩში ჰეთ–თრიქი შეასრულა და „შალკეს“ 4:1 მოაგებინა.
„მაინცი“ თავის „კოფას არენაზე“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუხვდა და ქულა მოიპოვა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა, მაგრამ საქმის გოლამდე მიყვანას ვერცერთი მათგანი ახერხებდა. შესაბამისად, ფრე – 0:0.
მაინცი. „კოფას არენა“. 34000
მაინცი – აინტრახტი 0:0
მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, ზაბავნიკი (ედე 66), სოტო (ზიმლინგი 46), კალიჯური (ბელი 85), ივანშიცი, ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, პარკერი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
აინტრახტი: ნიკოლოვი, რუსი, ჯაკპა, ჩელოცი, ანდერსონი, იუნგი, მაიერი, ინუი (ოკსეანი 64), აიგნერი (ლაკიჩი 64), როდე, შტენდერა (ლანიგი 80).
მწვრთნელი: არმინ ფე
გაფრთხილებები: ჩელოცი (27), ლანიგი (81)
კარში დარტყმა: 12 (4) – 6 (4) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 7 - 7 თამაშგარე: 4 - 0
გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 61773
შალკე – ჰამბურგი 4:1 (2:1)
შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ჯონსი (მორიცი 81), ბასტოსი (ფუკსი 78), რაფაელი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი, ჰუნტელარი (პუკი 87).
მწვრთნელი: იენს კელერი
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, მანსენი, აოგო, იანსენი, ვან დერ ვარტი (რინკონი 69), შელბრედი (რუდნევი 63), ირაჩეკი, არსლანი, სალა, ჰიუნ–მინი.
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
გოლები: 0:1 იანსენი (5), 1:1 ბასტოსი (10), 2:1 ჰუნტელარი (21), 3:1 ჰუნტელარი (58), 4:1 ჰუნტელარი (66)
გაფრთხილებები: ბასტოსი (75) – მანსენი (30), არსლანი (62), ადლერი (74)
კარში დარტყმა: 14 (10) – 6 (3) ჯარიმა: 15 - 10 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 45% - 55%