გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტური „აუგსბურგისა“ და „შალკეს“ დაპირისპირებით გაიხსნა. მასპინძლებს „ხუმარების“ კართან საკმარისი საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ.
მატჩი აუგსბურგელთათვის ბრწყინვალედ დაიწყო - მე-5 წუთზე, ტობიას ვერნერმა გელზენკირხენელთა დაცვის ხაზის არადამაჯერებელი მოქმედებით ისარგებლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. „შალკეს“ წონასწორობის აღსადგენად ნახევარი საათი დასჭირდა. კლას-იან ჰუნტელარმა კევინ პრინს ბოატენგის დარტყმულის შემდეგ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.
მეორე ტაიმის დებიუტში, გელზენკირხენელბმა მრავალსვლიანი ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ჰუნტელარმა გოლით დააგვირგვინა და აქტივში დუბლი ჩაიწერა - 1:2.
აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30660
აუგსბურგი - შალკე 1:2 (1:1)
აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ფოგტი, ბაიერი, ჰანი, კორი (დონ-ვონი 75), ვერნერი (ეშვაინი 87), ალტინტოპი, ბობადილია (მილიკი 66).
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ჰოგლანდი, ბოატენგი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი (მეიერი 77), გორეცკა, ობასი (აიჰანი 46), ჰუნტელარი (სალაი 90).
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლი: 1:0 ვერნერი (5), 1:1 ჰუნტელარი (33), 1:2 ჰუნტელარი (49)
გაფრთხილება: ვერნერი (14), კორი (30), ჰანი (56) - ბოატენგი (35), ჰუნტელარი (38), აიჰანი (60), დრაქსლერი (62), სალაი (90)
კარში დარტყმა: 21 (6) – 10 (5) ჯარიმა: 15 - 27 კუთხური: 12 - 6 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 3 – 5
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან ნიჭიერი იყო აფელაი .. პსვ-ში და ნაკრებში ც კარგად ასპარეზობდა // მაარვიკი შეცდა ფინალში რომ ეს არ გამოიყვანა გამოიყვანა ..... ბარსელონაშიც თავიდან მშვენიერი იყო 2011 ში რეალთან ლიგის ნახევარფინალში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა კატალონიელების გამარჯვებაში [მსაჯთან ერტად ..((( ] / მაგრამ უიღბლო ფეხბურთელია აფელაი
იუნისეფის სპონსორობის მერე ბარსაში არ უთამაშია კაცს
ასეთი გასაყიდია აბა რაა
ჯართის ფასად
DDDDDDDDDDDDDDD