გელზენკირხენის “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა შეიძლება კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს. ჰოლანდიელი ფეხბურთელის აგენტმა არნოლდ ოსტერვერმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ჰუნტელაარის შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
“თურქული გუნდებიდან დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჯერ რამე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია, რადგან მოლაპარაკებები ესესაა დავიწყეთ. ამასთან, კიდევ რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებაც გვაქვს და არჩევანი საუკეთესო ვარიანტზე უნდა შევაჩეროთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე “შალკეს” ხელმძღვანელობასთანაც უნდა დავილაპარაკოთ” – განაცხადა ოსტერვერმა.
კლას-იან ჰუნტელაარსა და “შალკეს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება.