ცუდი ამბები ისმის “დორტმუნდის” ბანაკიდან. წინასწარი ინფორმაციით, კლოპის გუნდს დაცვის ერთ-ერთი ლიდერი მატს ჰუმელსი უახლოესი 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ჰუმელსმა ტრავმა რურის დერბიში მიიღო. პირველადი შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მას კოჭის მყესები აქვს დაზიანებული.
სავარაუდოდ, უახლოესი 1 თვის განმავლობაში, “დორტმუნდს” ჰუმელსის გარეშე თამაში მოუწევს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, 24 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ორივე 1/4-ფინალურ შეხვედრას დააკლდება.