გერმანული “დორტმუნდის” დაცვის ლიდერი მატს ჰუმელსი გამოჯანმრთელებას ვერაფრით ახერხებს და დიდი ალბათობით, ის ხვალ, “შახტარის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
გასული კვირის დასაწყისში, ჰუმელსს გრიპი შეეყარა, რის გამოც, მან გერმანიის თასზე “ბაიერნის”, ხოლო ბუნდესლიგაში “ჰანოვერის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა.
Kicker-ის ცნობით, ჰუმელსი ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს და მართალია, კლოპს ფეხბურთელის გამოჯანმრთელების მცირე იმედი მაინც აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “შახტარის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში, “დორტმუნდის” ძირითად შემადგენლობაში მაინც ფელიპე სანტანას გამოჩენას ელიან.