ფეხბურთი

18:31 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი სათამაშოდ მზადაა

“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის თქმით, მისი გუნდის ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი მოედანზე გასასვლელად მზადაა, მაგრამ დღეს” შტუტგარტთან” გასამართ შეხვედრაში ის 90 წუთს მაინც ვერ ითამაშებს.

“მატსის საქმეები კარგად მიდის. ის პრობლემების გარეშე ვარჯიშობს. ჩვენი ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ჰუმელსი უახლოესი თამაშის შემადგენლობაში მოხვდება, მაგრამ ის მოედანზე 90 წუთის გატარებას ვერ შეძლებს.” – აცხადებს კლოპი.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსს, ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში, ჯერ არ უთამაშია.

0.115156