ფეხბურთი

12:59 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი მძიმე ტრავმას გადაურჩა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “ნაპოლისთან” სტუმრად წაგებულ მატჩში (1:2), დორტმუნდის “ბორუსიას” ერთი უსიამოვნო ამბავიც შეემთხვა - ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი დაუშავდა. კლუბის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, პრობლემა სერიოზული არაა.

“ერთ სათამაშო ეპიზოდში ზურგში ჩაარტყეს და იყო საშიშროება, რომ მძიმე ტრავმა მიიღო. ტკივილი ახლაც აწუხებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვარჯიშს მალევე განაახლებს” – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს გერმანული პრესა.

0.120475