“დორტმუნდის” ტრავმირებული მცველი მატს ჰუმელსი მოედანზე გასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი იუწყება.
25 წლის უკანახაზელი “აუგსბურგთან” ბუნდესლიგის უახლოესი ტურის მატჩში ვერ ითამაშებს, მაგრამ დიდი ალბათობით, “ბრაუნშვაიგთან” მომდევნო ტურის შეხვედრაში მოედანზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჰუმელსმა ფეხის ტრავმა ნოემბერში, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას მიიღო.