ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გერმანული “დორტუნდის” მცველი მატს ჰუმელსი ესპანურ “მალაგასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
დორტმუნდელთა სამედიცინო შტაბს უკანასკნელ მომენტამდე ჰქონდა იმედი, რომ გერმანელს ფეხზე დააყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა – მცველის ტრავმა სერიოზულია. გერმანელთათვის საბედნიეროდ, მცველმა მარსელ შმელცერმა ცხვირის ტრავმა თითქმის მოიშუშა და ნიღბით თამაში შეუძლია.
“მალაგასა” და “დორტმუნდის” მატჩი ოთხშაბათს შედგება.