ფეხბურთი

0:13 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი ბოლომდე მზად არაა, მაგრამ ითამაშებს

გერმანული “დორტმუნდის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მატს ჰუმელსი აცხადებს, რომ მას ტრავმა ბოლომდე ჯერ არ მოურჩენია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბაიერნის” წინააღმდეგ, ის მაინც ითამაშებს.

ჰუმელსმა ტრავმა გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში, “ჰოფენჰაიმთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. 24 წლის ცენტრალურ მცველს კოჭის მყესები აქვს დაზიანებული.

“თამაში შემიძლია. კოჭი სრულ მზადყოფნაში არაა, მაგრამ თამაში შესაძლებელია.” – ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს Reuters-ი.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” და “დორტმუნდი” ერთმანეთს ხვალ, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაუპირისპირდებიან.

0.118689