გერმანული “დორტმუნდის” ცენტრალური მცველის, მატს ჰუმელსის განცხადებით, კატალონიის “ბარსელონა” იმ გუნდებს შორის შედის, რომელსაც ის უარით ვერ გაისტუმრებს.
“მამაჩემი და მე მე შემოთავაზებების 99.9%-ს უარით ვისტუმრებთ. თუმცა, “ბარსელონა” ერთ-ერთია იმ 2-3 გუნდიდან, რომელში პოტენციური ტრანსფერის საკითხსაც განვიხილავდი.” – ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს Bild-ი.