ფეხბურთი

17:38 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდამ გრანდებისკენ გაიხედა

 

მოსკოვის ცსკა-ს ლეგიონერი კეისუკე ჰონდა კარიერის გაგრძელებას რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში გეგმავს. რამდენადაც ცნობილია, 27 წლის იაპონელს წინადადებები საკმარისად აქვს.

“ჯერ კიდევ არ ვიცი, რა ნაბიჯს გადავდგამ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდ კლუბში თამაშის შანსი მაქვს. აგვისტომდე მოვიცადოთ, შემდეგ კი, ვნახოთ... თუკი გრანდში გადავალ, ნამდვილად უფრო ძლიერი ფეხბურთელი გავხდები და ჩემი პროგრესი თვალშისაცემი იქნება. ცხადია, თუკი საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ ვითამაშებ, მეც უკეთესი გავხდები”, - განაცხადა ნახევარმცველმა Japan Times-თან ინტერვიუში.

ცნობისათვის, იაპონელს არმიელებთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება.

თეგებიცსკაჰონდა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114415